საქართველო – სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა
საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, სომხეთის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს საზღვრიდან 5-კმ-ში თბილისის დროით, 16:12 საათზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება მიწისძვრის სიმძლავრეს, მან 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.