„ფრონტლაინ კლუბში“ შაბათის კინოჩვენებები გრძელდება

10 იანვარს, 18:00 საათზე, „ფრონტლაინ კლუბში“ ბრიტანული დოკუმენტური ფილმის „20 000 დღე დედამიწაზე“ ჩვენება გაიმართება.
2014 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი აღწერს ავსტრალიელი მუსიკოსის, კომპოზიტორის, ავტორის, სცენარისტისა და მსახიობის ნიკ ქეივის ცხოვრების ფიქტიურ 24 საათს, მისი 2013 წლის ალბომის „Push the Sky Away“ -ს ჩაწერამდე და ჩაწერის დროს.
ფილმის პრემიერა 2014 წელს სანდანსის ფილმის ფესტივალზე შედგა, სადაც იგი სხვადასხვა პრიზის მფლობელიც გახდა.
ფილმის ჩვენება ინგლისურ ენაზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები