სიყვარულის თემაზე ბოტანიკურ ბაღში გადაღებული სურათების ფოტოკონკურსი გრძელდება
მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის სიყვარულის თემასთან დაკავშირებით გამოცხადებული ფოტოკონკურსი გრძელდება. კონკურსში მოაწილეებმა სიყვარულის თემასთან დაკავშირებით ბოტანიკური ბაღში გადაღებული სურათები უნდა წარადგინონ.
“დადგა გაზაფხული და ბუნება ნელ-ნელა იღვიძებს. თბილისის ყველაზე ლამაზი და მწვანე ადგილი, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს შეგახსენებთ, რომ სიყვარულის თემასთან დაკავშირებით გამოცხადებულია ფოტოკონკურსი. 14 თებერვლიდან 25 მარტამდე გვეწვიეთ, გადაიღეთ და გამოაგზავნეთ ბოტანიკური ბაღში გადაღებული სურათები სიყვარულის თემასთან დაკავშირებით და მოიგეთ უამრავი პრიზი, მათ შორის Samsung SM Galaxy Tab, პლანშეტური კომპიუტერი, საჩუქარი მაღაზიათა ქსელ Elit Electronics-ისა და ICI PARIS-გან, ასევე 100-ლარიანი ვაუჩერი მაღაზიათა ქსელ Dress UP-გან, ბოტანიკური ბაღის დათვალიერების სასაჩუქრე ვაუჩერები და სხვა პრიზები“,- აცხადებენ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში.
კონკურსის სპონსორები არიან: ICI PARIS, Elit Electronics, DressUp, მედიამხარდამჭერები: ტელეკომპანია „იმედი“, ტელეკომპანია „იბერია“, საინფორმაციო სააგენტო kvira.ge, საინფორმაციო სააგენტო „ედიტორი“.