ბაია გადაბაძე – მე ვუქირავებ ლევანს ჩემი ფულით ფართს, თუ რამე პრობლემა აქვს
სტუდია „მაესტროს“ ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე „მაესტროს“ ახლანდელი გენერალური დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის შენობაში შეშვებას ისევ არ აპირებს.
მისი განცხადებით, გაჩეჩილაძეს ახალი ფართის პოვნა მოუწევს და თუ მას რაიმე პრობლემა ექნება, ის მზად არის, ეს ფართი თავად, მისივე სახსრებით უქირავოს.
“მომბეზრდა ამ თემაზე საუბარი – შევუშვებ თუ არ შევუშვებ ტელეკომპანიის შენობაში. მე მას ვთხოვე, რომ უზრუნველყოს ფართი. მე ვუქირავებ ლევანს ჩემი ფულით, თუ რამე პრობლემა აქვს მას. ფინანსური დოკუმენტაციის მოწოდებაზე არ არის პრობლემა. მან თქვა, რომ გამოყოფს ადამიანს და თუ კონფრონტაციას შეფარული ქმედებებით აკეთებს, არ ვიცი. თუ ადამიანი იღწვის იქ შესასვლელად, სადაც მას არ ელოდებიან და არავის უნდა ამის გაკეთება, ვერ ვხვდები, ეს ურთიერთობა რა სტილია”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.