შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა მოსწავლეებს სიმულაციური სწავლება ჩაუტარეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს მეხანძრე-მაშველებმა ქობულეთის მე-3, მე-6 და ჩაქვის 1-ელ საჯარო სკოლებში სიმულაციური სწავლება ჩაატარეს.
დღევანდელი იმიტირებული სახანძრო-სამაშველო ოპერაციისას, მაშველებმა შენობიდან დაშავებულები გამოიყვანეს, მოსწავლეების და მასწავლებლების ევაკუაცია განახორციელეს.
მეხანძრე-მაშველებმა სკოლის პერსონალს დეტალურად გააცნეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის დროს გაჩენილი ხანძრის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მსგავსი სწავლება კიდევ რამდენიმე სკოლაში ჩაატარეს. სიმულაციური წვრთნების მიზანია მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის კატასტროფების რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარება, საგანგებო სიტუაციებში მზადყოფნისა და ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გამომუშავება.