ქუთაისში უკრაინელი მფრინავის, ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
ქუთაისში რუსეთში უკანონოდ დაპატიმრებული უკრაინელი მფრინავის, ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
დღეს ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოებამ და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მისი მხარდამჭერი აქცია გამართეს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ნადია სავჩენკოს. მეექვსე დღეა, რაც მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. გარდა იმისა, რომ მას არაადამიანურად ეპყრობიან და წამების მსხვერპლია, შეიძლება რუსეთის კრიმინალური რეჟიმის ხელში დაიღუპოს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პარლამენტარმა გიორგი თევდორაძემ.