კომპანია Dniproavia ფრენებს უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით მაისიდან განაახლებს

ავია ომპანია Dniproavia უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს ზაფხულის სეზონისთვის მაისიდან განაახლებს. ფრენების განხორციელებას ის დნეპროპეტროვსკიდან და ოდესიდან გეგმავს.
რეგულარული ფრენები დნეპროპეტროვსკიდან ბათუმის მიმართულებით 1 მაისიდან კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება, რასაც ზაფხულის სეზონზე კიდევ ორი ავიარეისი დაემატება.
ავიაკომმპანია Dniproavia ბათუმის მიმართულებით სამჯერ იფრენს, კერძოდ კი: ოთხშაბათობით, ხუთშაბათობითა და პარასკეობით იფრენს.
აღსანიშნავია, რომ 1 ივნისიდან იგეგმება ფრენების განხორციელება ოდესიდან და ავიარეისი ოდესა-ბათუმი-ოდესა კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და პარასკევს შესრულდება.
ანასთან, ამ ეტაპზე უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით მხოლოდ ავიაკომპანია Yanair დაფრინავს, რომელიც ზაფხულში კიევისა და ოდესის გარდა რეგულარული ფრენების შესრულებას ხარკოვიდანაც გეგმავს. უკრაინა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, სადაც დეპარტამენტი პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს 2013 წლიდან ახორციელებს. წლიდან წლამდე იზრდება აჭარაში უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობაც. გასულ წელს რეგიონს უკრაინიდან 24 587 ტურისტი ეწვია, რაც, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1, 5 %-ზე მეტია. უკრაინა აჭარაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ მეოთხე ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები