სამეცნიერო ჟურნალისტებისთვის Elsevier-ისა და Scopus-ის სემინარი გაიმართება

10 მარტს, 15 საათზე სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გამომცემლობა ELSEVIER-ის ორგანიზებით სამეცნიერო ჟურნალებისათვის Scopus-ის სემინარი ჩატარდება. სემინარში მონაწილეობას ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომის მქონე უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო – კვლევითი ცენტრების კონსორციუმის წევრი ინსტიტუციების გარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოში დარეგისტრირებული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების წარმომადგენლები მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი კომპანია „ელსევიერთან“ 2014 წლიდან თანამშრომლობს, რის შედეგადაც საქართველოს მეცნიერებს „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევათ.
მეცნიერებისთვის ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდა მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არამხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ შრომების სრული ვერსიების დონეზეც. გარდა ამისა, ასევე შესაძლებელია ციტირებისა და სხვა ბიბლომეტრული ინფორმაციის მოპოვება.
აღსანიშნავია ისიც, რომ განათლების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სამი წლით დააფინანსებს ორი ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და „ელსევიერის“ ბაზაში განთავსებასაც.
სემინარს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მ. ალექსიძის ქ. 1. პირველ სართულზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააქტო დარბაზში ჩაატარებს. მისი ხანგრძლივობა 3 საათი იქნება – 15:00-დან 18:00-მდე. სემინარის ენა ინგლისურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები