გიგლა აგულაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს შეხვდა, მხარეებმა ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვაში გადაცემის საკითხი განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის რესურსების მართვა სახელმწიფოსთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე კი მართვაში გადაცემის პროცედურების სამართლებრივი მოწესრიგება მიმდინარეობს, ამის შემდეგ განიხილება მუნიციპალური ტყეების გადაცემის პროცედურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები