“ნაცმოძრაობა” მსოფლიოს ლიდერებს ნადეჟდა სავჩენკოს განთავისუფლებას სთხოვს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები მსოფლიოს ლიდერებს ნადეჟდა სავჩენკოს განთავისუფლებას სთხოვენ. ისინი მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რუსეთზე მეტი ზეწოლა განახორციელონ, რათა ნადეჟდა სავჩენკოს უკანონო პატიმრობიდან დაუყონებლივ გათავისუფლება მოხდეს.
“მთელ მსოფლიოში, 2016 წლის 9 მარტს გაიმართება ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქციები. საქართველოს პარლამენტის ფრაქციები და საპარლამენტო ჯგუფები უცხადებენ ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას გმირ უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს, მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას და მსოფლიოს ლიდერებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთზე, რათა უკანონო ტყვეობაში მყოფი ნადეჟდა სავჩენკო გაათავისუფლოს”, – განაცხადა გაბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები