თარხან ბათირაშვილის მამა შვილის გარდაცვალებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის მამა, თემურ ბათირაშვილი შვილის ლიკვიდაციის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, მის შვილზე მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
„მე არაფერი ვიცი, ახლა გამოვედი სახლიდან, იქნებ ვინმემ რამე იცის, მე ეგ არ დამირეკავს. ტყუილი იქნება ეს ინფორმაცია”, – აცხადებს თემურ ბათირაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას, ამ დროისთვის ვერც ადგილობრივი პანკისელები ადასტურებენ. უცხოური მედიის თანახმად, პენტაგონმა უკვე დაადასტურა ბათირაშვილის ლიკვიდაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები