“გაზის მოცულობის გაზრდის პრობლემა გადაჭრილია და საქართველოს დეფიციტი აღარ შეექმნება”

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, გაზის მოცულობის გაზრდის პრობლემა გადაჭრილია და საქართველოს დეფიციტი აღარ შეექმნება.
“არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რომ იყო  ბუნებრივი აირის მოწოდების ტექნიკური პრობლემა. ე.წ. ყაზახის მილსადენი გარკვეულ რაოდენობაზე მეტს ვერ ატარებს. ეს პრობლემა დღესაც არის, თუმცა დავიწყეთ ერთობლივად მუშაობა შაჰდენიზიდან დამატებითი მოცულობების მიღების შესაძლებლობაზე. გვქონდა არაერთი შეხვედრა კონსორციუმთან და დაახლოებით, 500 მილიონამდე კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გატარების შესაძლებლობა იქნება. ფაქტობრივად, აბსოლუტურად გვეხსნება ის პრობლემა, რაზეც იყო საუბარი”,- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ბუნებრივ აირს ერთი მომწოდებლისგან არ იღებს.
“ჩვენ მოლაპარაკებებს არა მარტო “სოკართან” და “გაზპრომთან” ვაწარმოებდით. ასევე იყო მოლაპარაკება ირანთან. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო ბუნებრივ აირს იღებს არა მხოლოდ ერთი მომწოდებლიდან. ასევე, სამომავლოდ, შესაძლებელია, მივიღოთ ირანული გაზი”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა “რუსთავი 2”- ის გადაცემა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები