„ეს არის პირდაპირ მკვლელობის მცდელობა და არა – ერთი ჩვეულებრივი თბილისური გარჩევა“

ეს არის პირდაპირ მკვლელობის მცდელობა და არა ერთი ჩვეულებრივი თბილისური გარჩევა, – ასე აფასებს “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვლს მასზე განხორციელებულ თავდასხმას.
როგორც ყოფილი მინისტრი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანში“ აღნიშნავს, მას თავდამსხმელი განზრახ აყენებდა თავის არეში ჭრილობებს.
„26 თებერვალი ლევან მიქელაძის დაბადების დღე იყო. მეგობრები შევიკრიბეთ და ვსაუბრობდით. ამ დროს, უკნიდან, საკმაოდ მოზრდილი ადამიანისგან ლაჩრულად მომხვდა ბლაგვი სხეული, ეს იყო ჩაქუჩი. ეს ადამიანი ცდილობდა ჩემს მიმართ თავის არეში რამდენიმე დარტმა განეხორციელებინა. ჩაქუჩს საფეთქლების მიმართულებით და სახეში მირტყამდა. ეს არ იყო უბრალოდ დაზიანება. ჩაქუჩის მოქნევისას არავის არ აქვს განსაზღვრული, როდესაც თავის არეში უმიზნებს, ის ოდნავ გასათიშად არის თუ სრულიად პარალიზებისთვის თუ ადამიანის მოკვდინებისთვის. ჩაქუჩი ხვდება ადამიანს თავის ქალაში, ხვდება საფეთქლებში და სახის არეში, ყველა სხვა ინსტრუმენტს და სხვა დეტალს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც იარაღს, მარტო ესეც კი საკმარისია, როდესაც ადამიანი ჩაქუჩით ახორციელებს თავდასხმას, ეს არის პირდაპირ მკვლელობის მცდელობა და არა – ერთი ჩვეულებრივი თბილისური გარჩევა. ამას ემატება, მისი თანამონაწილე ბეისბოლის „ჯოხი“ და იარაღის გამოყენებით“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ლევან მექვაბიშვილი ბორჯომში გუშინ დააკავა. სასამართლომ კი მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები