ალექსი პეტრიაშვილი თავდამსხმელზე – „მუშაობდა ისე, როგორც გამოცდილი ყასაბი“

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი თავდასხმის დეტალებს იხსენებს. როგორც პეტრიაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, ის ლევან მიქელაძის სასაფლაოზე მარტო მივიდა, თუმცა იქ ლევანის სამი მეგობარი იმყოფებოდა. მისი თქმით, ისინი თავდამსხმელების შეჩერებას ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს.
„ის ადამიანები სასაფლაოზე სრულიად დამოუკიდებლად იყვნენ მისულები. შეიძლებოდა მე მივსულიყავი ირაკლი ალასანიასთან, ვიქტორ დოლიძესთან, ლევან დოლიძესთან, ნინო გოგუაძესთან, მაია ფანჯიკიძესთან და სხვა ჩვენს მეგობრებთან ერთად. უბრალოდ გარემოებამ გამოიწვია ისე, რომ მე მივედი დამოუკიდებლად. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილსამყოფელი თვალთვალის შედეგად იქნა გამოვლენილი. ეს იყო კარდად დაგეგმილი, წინასწარ დაკვეთილი სადისტური თავდასხმის ოპერაცია. საფლავზე სულ სამი ადამიანი იყო, ლევანის თანაკურსელები. მათ გამოიძახეს პატრული და სასწრაფო, ყველაფერი გააკეთეს, რომ დროზე მომხდარიყო ჩემი გადაყვანა საავადმყოფოში“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისი ადგილსამყოფელის შესახებ თავმდამსხმელებმა თვალთვალის შედეგად შეიტყვეს.

„ზურგიდან დამესხნენ თავს. ერთ-ერთი ადამიანი სწრაფად მოძრაობდა, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება, მეგობრებს ვესაუბრებოდი. ამ დროს მივიღე უცებ უკნიდან თავის არეში ბლაგვი საგნით ძალიან მძიმე დარტყმა, რამაც წონასწორობა დამაკარგვინა, მაგრამ არა გონება და უკვე მერე, როდესაც ვხედავდი ამ თავდამსხმელს, რომელიც ცდილობდა ჩაქუჩით დარტყმების განხორციელებას, იქ აღმოვაჩინე უკვე, რომ ჩაქუჩი ჰქონდა, რომელსაც ძალიან პროფესიულად ხმარობდა და მუშაობდა ისე, როგორც კარგი გამოცდილი ყასაბი.

ჩემი მეგობრების მცდელობა იყო, შეეჩერებინათ ეს თავდასხმა, მაგრამ იქ საქმეში იარაღიც ჩაერთო, შემდეგ უკვე დაჭრაც განხორციელდა“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები