თამარ ტალიაშვილმა მსჯავრდებულ ქალებს 8 მარტი მიულოცა

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი სასჯელაღსრულების მე-5 ქალთა დაწესებულებაში გამართულ კონცერტს დაესწრო და ქალებს 8 მარტი მიულოცა.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონცერტს თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გამართულ კონცერტში მონაწილეობა ქუჩის ბიჭებმა, გიო და ზუკა ხუციშვილებმა, ლაშა და ანა ღლონტებმა, ზურაბ მანჯავიძემ, ბუკა მანაგაძემ და სხვა შემსრულებლებმა მიიღეს. სპეციალურად ქალთა დღესთან დაკავშირებით, ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა დუეტები შვილებთან ერთად შეასრულეს. თამარ ტალიაშვილმა კონცერტზე სიტყვით მიმართა ქალბატონებს და აღნიშნა რომ მათი დღეების გალამაზება სასჯელაღსრულებუს დაწესებულებაში მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა გათავისუფლების შემდეგ მათი წარმატებული საქმიანობისათვის ხელის შეწყობა.

ქ. თბილისის მერიის ორგანიზებით, სასჯელაღსრულების მეხუთე ქალთა დაწესებულებაში კულტურული ღონისძიებები სისტემატიურად იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები