9 მარტი

10:30
ფრანგი ელექტრო პოპ მუსიკოსი ჟერარ ვერანი, „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 19 მარტს, ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებით მოძრაობის თეატრში დაგეგმილი შოუ ქართველ მუსიკოსებთან და მოძრაობის თეატრის მსახიობებთან ერთად. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
10:30
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: ქორწინების კანონში ცვლილებები, პეტრიაშვილის საქმე, მრეწველების მოთხოვნა პრემიერთან შეხვედრაზე და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
“პირველ პრესკლუბში” საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერია“-ს დამფუძნებელი ნიკოლოზ ესაკია, ფონდის დირექტორი მარიამ რობაქიძე, მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი გიორგი რიჟამაძე და “ახალგაზრდული მთავრობის” პრეზიდენტი ქეთევან ონიანი ბრიფინგს გამართავენ. თემა: სპორტის სასახლეში თბილისის მერიის დაფინანსებით იმართება კონცერტი სახელწოდებით “სიცოცხლისათვის ლუკა დავიანტისა და მარიამ მათიაშვილის დასახმარებლად”. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: 595 03 77 22
11:00
იძულებით გადაადგილებულ პირებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაუტარდებათ. ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე დაესწრებიან. მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა N6 (სასტუმრო „ამირანის“ ყოფილი შენობა)
E1
11:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 61-ე საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნობა. მისამართი: დოლიძის ქუჩა #3
11:30
“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიცია კონსტიტუციაში ოჯახის განსაზღვრებასთან დაკავშირებით. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
11:40
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
12:00
აბანოთუბანში, გოგირდის აბანოების თანამშრომლები და საზოგადოება საპროტესტო აქციას მოაწყობს და ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს.
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ბრიფინგს გამართავს. თემა: „მაესტროში“ მიმდინარე მოვლენები; ალექსი პეტრიაშვილის საქმე; საკონსტიტუციო ცვლილება ოჯახის განმარტებაზე.

13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, მოძრაობა „ეროვნულების“ დამფუძნებელი სანდრო ბრეგაძე კოალიციაში მიმდინარე პორცესებზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
13:00
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის მხრიდან ნაგულისხმევ ე.წ. „მაკომპრომიტირებელ“ შემთხვევასთან დაკავშირებით, მედიას ინფორმაციას მიაწვდის და საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მისამართი: ქ. თბილისი, ზურაბ ჭავჭავაძის ქ. #12 (ყოფილი შეროზიას ქუჩა). საკონტაქტო: 599 291202
18:00
რუსთაველის თეატრში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP),საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ერთობლივად წარადგენენ სტუდენტური ნაშრომების ეროვნულ კონკურსსა და გენდერული თანასწორობის კამპანიას „ჩემი რუსთაველი“.პრეზენტაცის გახსნიან გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი,განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე,საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი ჰელენა სანჩო

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები