პეტრიაშვილის საქმეზე დაკავებული მექვაბიშვილი იუნა შაფათავას ყოფილი ქმარია

ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე დაკავებული ლევან მექვაბიშვილი იუნა შაფათავას ყოფილი ქმარია. ამის შესახებ „რუსთავი 2“-ს იუნა შაფათავამ განუცხადა. მისი თქმით, ლევან მექვაბიშვილს 2007-2008 წლებში დაშორდა, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი არ ჰქონია.
შაფათავას განცხადებით, მან საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცის.
„კარგია, რომ პეტრიაშვილი ცოცხალია“, – განუცხადა შაფათავამ „რუსთავი 2“-ს.
მისი თქმით, ლევან მექვაბიშვილი ძალიან კარგი ადამიანია. „ის კარგი სპორტსმენი და დამსახურებული მოკრივეა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიც იყო და სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებაზე წარმატებით ასპარეზობდა“, – აღნიშნა შაფათავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები