ალექსი პეტრიაშვილმა საავადმყოფო დატოვა – პოლიტიკოსის პირველი კომენტარი

“თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფო დატოვა. მან დღეს დილიდან ექიმებთან საბოლოო შემოწმება გაიარა და მედიკოსებმა მისი გაწერის გადაწყვეტილება მიიღეს. ექიმების შეფასებით, პეტრიაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და აღარ საჭიროებს ჰოსპიტალურ დაკვირვებას.
ალექსი პეტრიაშვილმა პიველი კომენტარი ჟურნალისტებთან უკვე გააკეთა. პოლიტიკოსის თქმით, მის თავდასხმაზე დაკავებული ლევან მექვაბიშვილის სახელი არაფერს ეუბნება.
პეტრიაშვილმა თავდასხმის მოტივზე არ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დანაშაულის მოტივი გამოძებამ უნდა დაადგინოს.
“არის პროგრესი გამოჯანმრთელების თვალსაზრისით. ექიმები თვლიან, რომ უკვე სახლში შემიძლია მკურნალობის გაგრძელება. 5 ნატყვიარის და 16 ჭრილობის, ჩაქუჩებისა და ბეისბოლის ბიტების მუშაობის პირობებში, მაინც კარგ სპორტულ ფორმაში გახლავართ. პოლიტიკოსების დასკვნები წავიკითხე მოტივის თემაზე და ვერ მივბაძავ პოლიტიკოსებს მოტივზე საუბარში. საქმე არ იქნება გამოძიებული, ვიდრე არ იქნება დაკავებული დამკვეთი და მეორე შემსრულებელი. ეს საქმე უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული, და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ამით ნათელი სიგნალი უნდა მივცეთ სხვებს, რომ მათ თავში არასდროს მოუვიდეთ აზრად, აიღონ ფული და გაიმეტონ ადამიანი სასიკვდილოდ.
საბედნიეროდ ერთი წამით არ დამიკარგავს გონება და ყველა დეტალი მახსოვს, თუ როგორ ახორციელებდნენ ჩემზე ძალადობას. ვურჩეევ დამნაშავეს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. აღნიშნული პიროვნება, რომელიც დააკავეს არასდროს არ მყავს ნანახი. მე ასოცირების ხელშეკრულებები გამქონდა, მას – ლომბარდები. არავითარი გადაკვეთა არ მქონია მასთან. მეორე პიროვნების ამოცნობა გამიჭირდება, რადგან ის ნიღბით მუშაობდა. პირად ანგარიშსწორებას რაც შეხება, ეს პიროვნება არადროს მინახავს და მასთან რა დაპირისპირება უნდა მომსვლოდა. პირდაპირ გეუბნებით, ეს იყო მკვლელობის მცდელობა. მოტივზე სპეკულაციებს არ დავიწყებ. ეს გამოძიებამ უნდა დააგდინოს”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ,რომ 1975 წელს დაბადებული ლევან მექვაბიშვილი ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბორჯომში გუშინ დააკავეს. ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბუკა პეტრიაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე 26 თებერვალს დაჭრეს.

 968993_1138571086166632_1395119111017204848_n
12806007_1138571092833298_4898301583453008574_n 12821431_1138571119499962_1645139133802233868_n 12832366_1138571409499933_8595987884091689149_n 12791020_1138571406166600_1536749824963007981_n 10398335_1138571492833258_4784068728890739462_n 12814486_1138571532833254_3458279254972166976_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები