შალვა ხუციშვილი: ქუჩებში ქვეითი პატრული გამოჩნდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ქვეითი პატრულების მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კონტროლზე საუბრობს და აცხადებს, რომ დედაქალაქის გარკვეულ ადგილებში ქვეითი პატრულები უკვე გამოჩნდნენ.
განცხადება ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
„რაც შეეხება კითხვას, რამდენად კარგად ვიყენებთ არსებულ რესურსებს, იმ რესურსებს, რაც ჩვენ გვაქვს, ვცდილობთ, რომ გამოვიყენოთ მაქსიმალურად რაციონალურად და უფრო მეტიც, შევქმნათ ალტერნატიული ინსტრუმენტები. მაგალითად, შენიშნავდით, რომ ქუჩებში ქვეითი პატრულები უკვე გამოჩნდა.
ეს ჯერჯერობით საპილოტე რეჟიმშია და არ არის სრულად მთელი ქალაქის ტერიტორიაზე, მაგრამ კრიტიკულ ადგილებში – მაგალითად, სკოლა, სადაც გადასვლაა, ქუჩის გადაკვეთა და გარკვეულად მაღალი რისკია ბავშვებისთვის, ასეთი პატრულები უკვე მიმაგრებული არიან სკოლასთან“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები