მექვაბიშვილი პეტრიაშვილს თავდასხმამდე იცნობდა და შესაძლოა, მათ უთანხმოებაც ჰქონოდათ

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერზე თავდამსხმელის, ლევან მექვაბიშვილის ადვოკატი მარინა ფილაური ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი განმარტებით, მექვაბიშვილი და პეტრიაშვილი ერთმანეთს მართლაც შეხვდნენ და მათ შესაძლოა, უთანხმოებაც ჰქონოდათ ფილაური გამორიცხავს, რომ აქ შესაძლოა პოლიტიკური მოტივები იყოს.
ადვოკატის განმარტებით, საქმის შესწავლის შემდეგ ის უფრო დეტალურ განცხადებას გააკეთებს.
“ესეთი შელაპარაკება შესაძლოა, ჩვეულებრივ ქუჩაშიც მოხდეს. ეს არ არის არც პოლიტიკური და არც რაიმე სხვა… მეტს ვერაფერს გეტყვით. ეს ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტია. მე როგორც ვიცი, თუმცა ნუ გამაკეთებინებთ არასწორ კომენტარს, სანამ არ გავივლით ამ საქმეს. არ იცნობდა, რაღაც შეხება ჰქონდათ გარკვეულ ეტაპზე, მოკლეხნიანი შეხვედრა და იყო პატარა უთანხმოება”, – აცხადებს ადვოკატი მარინა ფილაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები