როგორ ახასიათებენ მეზობლები ალექსი პეტრიაშვილზე თავდამსხმელს

“თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელ მდივანზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის, ლევან მექვაბიშვილის მეზობლებმა არ იციან იცნობდა თუ არა თავდამსხმელი პეტრიაშვილს.
მეზობლებმა არც ის იციან თუ რა მოტივი უნდა ჰქონოდა მექვაბიშვილს თავდასხმისთვის. მეზობლები თავდამსხმელს დადებითად ახასიათებენ.
მათი განმარტებით, ის სპორტსმენი იყო და მწვრთნელად მუშაობდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ მომხდარი ინციდენტისას დააკავეს, რის შემდეგაც მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა.
ამასთან, ცნობილი ხდება ისიც, რომ ლევან მექვაბიშვილი მეუღლესთან გაშორებულია, მათ ბინა თამარ მეფის გამზირზე რამდენიმე წლის წინ გაყიდეს და საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს. ამ დროისათვის მექვაბიშვილი ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა. შსს თავდასხმაში მონაწილე კიდევ მეორე პირს ეძებს. გამოძიება 117-ე მუხლის 5-ე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები