უჩა ნანუაშვილი ნინო გვენეტაძეს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს შეხვდნენ.
როგორც “კვირას” სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები, ასევე, სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში სასამართლო ხელისუფლების მიმართ დაფიქსირებული ხარვეზები და გაცემული რეკომენდაციების შესრულების შედეგები.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სახალხო დამცველის ინიცირებით პარლამენტში წარდგენილი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციურ კანონში შესატანი საკანონმდებლო წინადადების პროექტზე, რომელიც უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები