ლევან გაჩეჩილაძემ გადაბაძესთან სათათბირო ოთახში მოლაპარაკებები გამართა

სტუდია “მაესტროს” ყოფილმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ და ახლანდელმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ სათათბირო ოთახში მოალპარაკებები გამართეს. ისინი ერთმანეთს თითქმის 1 საათის განმავლობაში ხვდებოდნენ.
საუბრის დასრულების შემდეგ გადაბაძე იგივე აზრზე იყო. მან დაადასტურა, რომ გაჩეჩილაძეს არ მიეცემა ოფისის დაკავების შესაძლებლობა. ამ წუთებში გაჩეჩილაძე „მაესტროს“ თანამშრომლებს ესაუბრება. თუ რაზე საუბრობენ ისინი, მედიისთვის უცნობია. ჟურნალისტებთან კომენტარი გაჩეჩილაძეს ჯერ არ გაუკეთებია.
“ეთერის უწყვეტობა პირველი პრიორიტეტია… „მაესტროს“ თანამშრომლებს ღია ეთერით ახლავე მივმართავ, თუ რომელიმე ჟურნალისტს, გადაცემის წამყვანს უნდა ლევანთან შეხვედრა და კითხვის დადმა ლევანი არის შეხვედრების ოთახში მათ შეუძლიათ ჩამოვიდნენ და მას დაელაპარაკონ. აქ ლევანის მუშაობა არ მოხერხდება. მას შეუძლია გადავიდეს სხვა შენობაში და იქ იმუშავოს”,-განაცხადა გადაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები