ეკა მიშველაძე მეუღლის თავდამსხმელის დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

“თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ერთი პირის დაკავებას  ეხმაურება.
როგორც მიშველაძემ “კვირას“ განუცხადა, მისთვის დაკავებული პირის ვინაობა უცნობია. შესაბამისად, უჭირს თქმა, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი მას ინციდენტამდე ბუკა პეტრიაშვილთან. ჟურნალისტი მოხარულია, რომ შსს-მ თავდამსხმელი დააკავა, თუმცა, როგორც ეკა მიშველაძე აცხადებს, მთავარ კითხვებზე პასუხი ჯერ კიდევ გაუცემელია. “დაკავებულს ვიდეოში სახე აქვს დაბლარული, არც მისი ვინაობა ვიცით, შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ მეცნო. მოხარული ვარ, რომ გამოძიებამ თავდამსხმელი დააკავა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კითხვებს პასუხი გაეცა, მთავარ კითხვებზე ჩვენ ველით პასუხებს“,-განუცხადა “კვირას“ ეკა მიშველაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული ლევან მ. ბორჯომში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები