გიორგი პაპუაშვილის განმარტება: ინტიმური კადრები ვერ იქნება, თუ ფალსიფიცირებული არ არის

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, იმ სკანდალურ ჩანაწერზე, რომელიც, მისი თქმით, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გავრცელდეს, განმარტებას აკეთებს.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ჩანაწერის გავრცელება იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს სურდა. ამასთან, პაპუაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერი ინტიმურ ცხოვრებას არ უნდა ასახავდეს, თუ კადრები ფალსიფიცირებული არ არის.
“დაახლოებით შარშანდელი კადრებია, სადაც ნასვამ მდგომარეობაში რაღაც სიტყვებს ვიყენებ და მთლად ღირსეულად არ ვიქცევი. ცხოვრებაში ხშირად ხდება ასე. ინტიმური კადრები ვერ იქნება, თუ ფალსიფიციებული არ არის”, – განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები