ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში 28 იანვარს ჩაინიშნა

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში 28 იანვარს ჩაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი ავრცელებს.
“28 იანვარს -15 საათ. და 30 წუთ. ჩაინიშნა ჩემი ძმა ემზარ კვიციანის სააპელაციო სასამართლო!“- წერს ნორა კვიციანი. შეგახსენებთ, კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანს 17 ნოემბერს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლოს გადაწყვეტილებით, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კვიციანის დაცვის მხარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ემზარ კვიციანი სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით, 2006 წლიდან იძებნებოდა. მას პატიმრობა დაუსწრებლად წინა ხელისუფლების დროს მიესაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები