7 მარტი

10:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის სკოლის “დიგიტალური ქართველოლოგია – თემატური კორპუსები და ანოტირების საკითხები ქართველურ ენებში” დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
10:30
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: გაზპრომი, სხვა მიმდიანრე ეკონომიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ისაუბრებს როგორც საარჩევნო საკითხებზე, ისე კოალიციაზე. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
11:00
ირაკლი შიხიაშვილი წიგნის “უკვდავებას“ ავტორს, ვეტერანს ნარგიზა ლომთაძეს ოჯახში ესტუმრება და პირადად მიულოცავს დამდეგ 8 მარტს. მისამართი: დიდი დიღომი, პეტრიწის 10. სამსახურის დირექტორის მოადგილეები მიხეილ ხომერიკი, ზაზა მესხი და ჯანდრი უბირია კი უხუცესს ქალბატონ ვეტერანებს სახლში ეწვევიან და მიულოცავენ ქალთა დღეს. რეგიონების მასშტაბით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ქალბატონ ვეტერანებს ქალთა დღეს მიულოცავენ. საკონტაქტო: 595530021, 568001414
11:00
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ზარქუა ბრიფინგს გამართავს. თემა: გაზპრომი, სხვა მიმდინარე ეკონომიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
E1
11:00
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ყოველთვიურ ბიულეტენს წარადგენს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. მისამართი: რამიშვილი#6
11:00
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქარხანა AG Microelectronics-ში ენერგოეფექტური (LED) ნათურების წარმოების პროცესს დაათვალიერებს. მის: ქალაქი რუსთავი, გრანელის ქ.# 2
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, ექსპერტი მამუკა არეშიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი – რეკომენდაციები საქართველოს; პრემიერ-მინსიტრის განცხადება, შეხვედრა „რესპუბლიკელებთან“, „გაზპრომის“ საკითხი, ოპოზიციის გაერთიანება.
11:00
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და ფოთის მერი ირაკლი კაკულია ფოთში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდებიან და გაზიფიცირების სამუშაოებს მოინახულებენ. მისამართი: ფოთი, ტაბიძის ქ. N12
11:30
„დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი გიგლა ბარამიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს. თემა: დიალოგი ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ; ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი – რეკომენდაციები საქართველოს; პრემიერ-მინსიტრის განცხადება, შეხვედრა „რესპუბლიკელებთან“, „გაზპრომის“ საკითხი.
11:30
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო C ჰეპატიტის ელიმანაციის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს შეხვდებიან. მის: სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი-თავისუფლების მოედანი N4
12:00
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებთან შეხვედრას გამართავენ. განიხილება მოგების გადასახადის რეფორმისა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები. მისამართი: სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი „ქარვასლა”, ცოტნე დადიანის ქუჩა №7, 1-ლი სართული, საკონფერენციო დარბაზი
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია ბრიფინგს გამართავს. თემა: ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი – რეკომენდაციები საქართველოს; პრემიერ-მინსიტრის განცხადება, შეხვედრა „რესპუბლიკელებთან“, „გაზპრომის“ საკითხი, ოპოზიციის გაერთიანება.
12:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. მის: თბილისი, საქართველოს პარლამენტი, მედიაცენტრი, A კორპუსი, ოთახი N413
E1
13:00
“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას“ პრეზიდენტი შოთა გულბანი ბრიფინგს გამართავს. თემა: თებერვლის თვის კვლევის შედეგად „ფანასკერტელის ინდექსი“ კლებულობს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
13:00
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსს აცხადებს. ამ თემაზე დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა
15:00
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
16:00
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
16:00
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალ შენობას გახსნის. მის: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზ, 14ა

16:00
სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით რაიონში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის დებატები გაიმართება თემაზე: „შრომის კოდექსი და სავალდებულო სამხედრო გაწვევა“. დებატებში 83–ე, 179–ე, 217–ე და 117–ე საჯარო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური დაესწრება. მის: მოსკოვის გამზირი N14. საკონტაქტო პირი: ქეთი გომართელი 577440098
19:00
თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრთან თანამშრომლობით, საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით ცნობილი იტალიური თეატრალური კომპანიის “Teatri 35″-ის მიერ დადგმული სპექტაკლი სახელწოდებით – „Chiaroscuro, staging of living paintings” („ჩიაროსკურო, გაცოცხლებული ნახატების დადგმა”) გაიმართება. მისამართი: დ აღმაშენებლის გამზირი 164; თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
20:00
8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით რესტორან „ვაინშტეფანში“ ჟურნალისტ ქალბატონებს შორის კულინარიული შეჯიბრი გაიმართება. ჟიურის წევრები: ნიკა წულუკიძე, ვატო ნაცვლიშვილი, დავით ქაცარავა, გოგა ჩანადირი, ლევან ჯავახიშვილი. მისამართი: ალ. ყაზბეგის 27; ტელეფონი: 597 011 000

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები