“ისლამური სახელმწიფო” რუსეთს ტერაქტით ემუქრება
ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” რუსეთს ტერაქტით ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს, თუმცა მუქარის ამსახველი ვიდეოც არსებობს, სადაც თავდაპირველად დაღესტანში თვიმთკვლელ კამიკაძეს აჩვენებენ, რომელიც თავს იფეთქებს. ტერაქტის დროს 2 პოლიციელი დაიღუპა. აღნიშნული კადრების შემდეგ კი რუსი სპეცნაზელის სიკვდილით დასჯაა ასახული. ახლად გავრცელებულ ვიდეოში ტერორისტები აცხადებენ, რომ ისინი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მეომრები არიან.