ავსტრალიაში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება
ავსტრალიაში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების საკითხზე დღეს რეფერენდუმი ჩატარდება. ამის პირობა მოსახლეობას თავად მთავრობამ მისცა. მთავრობის წევრების განცხადებით, მას შემდეგ რაც კენჭისყრა ჩატარდება, ქვეყნის პარლამენტი განიხილავს შედეგებს და თუ საჭიროდ ჩათვლის, ხელისუფლებაც საკანონმდებლო ცვლილებებს გაატარებს.