მარიუპოლში შეტაკების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა

მარიუპოლში შეტაკების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ბოლო 24 საათის განმავლობაში პრორუსმა სეპარატისტებმა სამთავრობო ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 50–ჯერ გახსნეს.
როგორც მედია იუწყება, მსხვერპლი ორივე მხარეს იყო. თავად ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბი იტყობინება, რომ შეტაკების შედეგად ორი მებრძოლი დაიღუპა, ხოლო 5 უკრაინელი სამხედრო დაიჭრა. აღსანიშნავია, რომ შეტაკების გამო პრორუსმა ძალებმა 30-მდე მებრძოლი დაკარგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები