ანდრეა გვიდიანი – ასე უნდა დაიცვას მთავრობამ საკუთარი პოზიცია

ექსპერტი ანდრეა გვიდიანი საქრთველოს ენერგეტიკის სამინისტროს პოზიციას გაზპრომთან მიმართებაში დადებითად აფასებს. როგორც ექსპერტი აცხადებს, შეთანხმებას არანაირი საფრთხე არ ახლავს და მხოლოდ საბოლოო კონსესუსის მიღწევაა აუცილებელი.
„სწორედ ასე უნდა მოიქცეს მთავრობა, საკუთარი პოზიცია მყარად დაიცვას და ქვეყნისთვის მომგებიან გადაწყვეტილებამდე მივიდეს. მოლაპარაკების საგანია თუ რამდენად იქნება მიღწეული ის შეთნხმება, რაც ჩვენთვის არის მისაღები. გაზპრომი თავის პირობებს დააყენებს, ჩვენ ჩვენს მომგებიან შეთანხემებას განვიხილავთ. ასე მიიღწევა შეთანხმება, რომლის ირგვლივაც არანაირი საფრთხე აღარ რჩება”, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები