ერაყში „ისლამური სახელმწიფოსგან“ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო

ერაყში ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო, რომელიც ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ აქვთ დაკავებული. ამის შესახებ ტელეარხ Alsumaria-ს ეთერში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საკითხში ბრეტ მაკგერკმა განაცხადა.
ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ოპერაცია ქალაქ მოსულსა და რაქას შორის „ბოევიკების“ დამაკავშირებელი გზის გადაკეტვით დაიწყო. მისი თქმით, მოსულის აღების კამპანია საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ ეს გეგმა კარგად არის შემუშავებული. ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ ალ-აბადის განცხადებით, ოპერაციაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი მიიღებს მონაწილეობას. არმიას მოხალისეები და საერთაშორისო კაოლიციის ავიაცია დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები