უკრაინაში საკონტროლო-გამშვებმა პუნქტმა დაბომბვების გამო მუშაობა შეაჩერა
დონეცკის ოლქში „მარინკას“ საკონტროლო-გამშვებმა პუნქტმა უკრაინის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გახსნილი ცეცხლის გამო დროებით მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ცეცხლი დასახლებულ პუნქტ ალექსანდროვკის მხრიდან გაიხსნა. ცეცხლი გაიხსნა სნაიპერის შაშხანიდან და ყუმბარმტყორცნიდან. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ფორმირებებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს 50-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი.