პრემიერი საფარის მონასტერს ესტუმრა (ფოტოკოლაჟი)

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მყოფი პრემიერ-მინისტრი შუასაუკუნეების ქართულ ძეგლს – საფარის მონასტერს ესტუმრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა სამონასტრო კომპლექსი მოილოცა. პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ უმასპინძლა. მეუფესა და პრემიერის საუბარი შეეხო რეგიონის ტურისტული განვითარების პოტენციალს.
აღინიშნა, რომ საფარის მონასტერი სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი და ტურისტული ობიექტია. მეუფემ საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოების მნიშვნელობაც შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ გზის რეაბილიტაციის შემდეგ საფარის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირებს, მომლოცველებს და ტურისტებს მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ ტაძარში ასვლა.
12798836_229159534095745_7808427816201096555_n
12806031_229159440762421_7121509741574104433_n
12809567_229159437429088_727842437029573912_n
1538893_229159604095738_2723183860596934994_n
12729154_229159567429075_6782192887312609534_n
12805659_229159444095754_159448027896127474_n
12800321_229159597429072_4083510230225760638_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები