არმენ ჯიგარხანიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცნობილი მსახიობი და თეატრის ხელმძღვანელი არმენ ჯიგარხანიანი ინფარქტის დიაგნოზით მოსკოვში, სკლიფოსოვსკის კლინიკაში გადაიყვანეს. იგი კარდიოქირურგიის განყოფილების რეანიმაციაში იმყოფება.
ჯიგარხანიანს შარშან 80 წელი შეუსრულდა. მიმდინარე წლის მარტში მან მესამედ იქორწინა. არმენ ჯიგარხანიანის მეუღლე ამჟამად მისი თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი ვიტალინა ციმბალიუკ-რომანოვსკაიაა. სამსახიობო კარიერის განმავლობაში ჯიგარხანიანი 80-ზე მეტ ფილმში მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები