მედია უკრაინის პრემიერის გადადგომის სავარაუდო თარიღს ასახელებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი შესაძლოა, უმაღლესი რადის რიგგარეშე სხდომის დროს გადადგეს, – ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სხდომა შესაძლოა, 9-10 მარტს ჩატარდეს. მედიაში იაცენიუკის შემცვლელის ვინაობაც სახელდება. ამ თანამდებობაზე ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრის, ნატალია იარესკოს კანდიდატურა განიხილება. არსენ იაცენიუკის გადადგომის საკითხი უკრაინის უმაღლესი რადის სხდომაზე 16 თებერვალს განიხილეს, მაგრამ საკითხის მისაღებად დეპუტატებს 32 ხმა დააკლდათ. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაცენიუკი პრემიერის პოსტის დატოვებას ნებაყოფლობით დათანხმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები