რომის პაპმა ევროპაში ლტოლვილების ნაკადს „არაბთა შემოსევა“ უწოდა

ევროპაში მიგრანტების ნაკადს რომის პაპმა ფრანცისკემ „არაბთა შემოსევა“ უწოდა. მისი თქმით, ევროპამ ამ კრიზისიდან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანოს. ამის შესახებ ვატიკანური გაზეთი „L’Osservatore Romano“ იუწყება. რომის პაპმა ასევე დაამატა, რომ ეს უკვე სოციალური პრობლემაა. „ევროპამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს ნაციონალური ეგოიზმის უფლება“, – განაცხადა ფრანცისკემ. მან ასევე მოუწოდა ევროპას, კონტინენტის გაერთიანებისთვის ახალი სტიმული მოიფიქროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები