თურქეთის პოლიციამ ოპოზიციური გაზეთი შტურმით აიღო

თურქეთის პოლიციამ ოპოზიციურ გაზეთ Zaman-ის რედაქცია შტურმით აიღო. პარალელურად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზით დაშალეს ხალხი, რომელიც რედაქციაში შეჭრას აპროტესტებდა.
ამჟამად რედაქციის ჩხრეკა მიმდინარეობს. მანამდე სტამბოლის სასამართლომ ოპოზიციურ გაზეთ Zaman-ის მმართველად სამეურვეო საბჭო დანიშნა. Zaman თურქეთის უმცირესობაში დარჩენილი ერთ-ერთი ოპოზიციური გამოცემაა. ცრემლსადენი გაზით აქციის დარბევის დროს რამდენიმე ჟურნალისტი და თურქეთის ოპოზიციის წარმომადგენელი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები