თურქეთში ორი პოლიციელი დაიღუპა და 35 დაიჭრა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ორი პოლიციელი დაიღუპა და 35 დაიჭრა.
ქალაქ ნუსაიბინში დანაღმული ავტომობილი საგზაო პოლიციის საგუშაგოსთან აფეთქდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციელების საერთო საცხოვრებლთან და პოლიციის ბლოკსაგუშაგოსთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, ამის შემდეგ კი „ქურთთა მუშათა პარტიის“ წევრებმა პოლიციის შენობას ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს. პოლიციამ საპასუხი ცეცხლი გახსნა. შენობაში ცეცხლი გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები