ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი – ფოტოკოლაჟი
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დაღუპულების ოჯახის წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა.
აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 5 მარტს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.