„ამნესტი ინტერნეიშენალის“ ინფორმაციით, რუსეთი სირიაში საავადმყოფოებს ბომბავს

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ინფორმაციით, რუსეთისა და სირიის სამთავრობო ავიაცია ქალაქ ალეპოს მასლობლად სამხედრო ოპერაციების დროს სისტემატურად ანგრევს სირიის საავადმყოფოებს.
უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში სამედიცინო ცენტრებსა და საავადმყოფოებზე სულ მცირე ექვსი შეტევა განხორციელდა. ავიადარტყმების შედეგად სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 44 ადამიანი დაიჭრა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს შეტევები შეიძლება გაიგივდეს სამხედრო დანაშაულებთან. „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ცნობით, სამშვიდობო შეთანხმების ძალაში შესვლის მიუხედავად, სირიის სამთავრობო ძალები და მათი მოკავშირეები სამედიცინო დაწესებულებებზე შეტევებს განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები