დიდუბის ავტოსადგურში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

თბილისში, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცს, სავარაუდოდ, “საქართველოს რკინიგზის” სამგზავრო მატარებელი დაეჯახა. როგორც “კვირას” სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილას მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები