გიორგი ქადაგიძე ისრაელის შესახებ – ბომბები ცვივა, მაგრამ ეკონომიკა მაინც იზრდება

„ბომბები ცვივა, მაგრამ ეკონომიკა მაინც იზრდება”, – ამ სიტყვებით ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ისრაელის ეკონომიკას მიმოიხილავს და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ისრაელის შესახებ 8-პუნქტიან მოსაზრებას წერს.
1. თანამედროვე ისრაელის დაარსების დღიდან,  1948 წლიდან არ გასულა არცერთი ათწლეული საომარი მოქმედებების გარეშე რომელიმე მეზობელთან. მიუხედავად ამისა, საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 1950-2007 წლებში თითქმის 6% შეადგინა და ბუნებრივი რესურსების არ მქონე ისრაელი დღეს განვითარებული ქვეყნების რიგში იტალიის და ესპანეთის დონეზეა ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკის სიდიდით.
2. წლიური ექსპორტი 56 მილიარდი აშშ დოლარი, იმპორტი 58 მილიარდი, ურბანიზაციის მაჩვენებელი 92%.
3. განვითარებული და მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის ხარჯზე, სასოფლო-სამეურნეო პრუდუქციის ექსპორტი 2 მილიარდზე მეტია. მაგ: ისრაელში ძროხის საშუალო წლიური წველადობა არის 12,000 ლიტრი, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ავსტრალიაში და 10-ჯერ მეტი, ვიდრე საქართველოში.
4. ღია საემიგრაციო პოლიტიკის წყალობით, თუკი მოსახლეობა 1948 წელს მილიონზე ნაკლები იყო, 2007 წელს 7,2 მილიონია.
5. მსოფლიოში მესამეა მეწარმეობის მაჩვენებლის მიხედვით, ამერიკის და კანადის შემდეგ ყველაზე მეტი ისრაელის კომპანია კოტირებს ნაზდაკის საფონდო ბირჟაზე.
6. უმაღლესი განათლების ხარისხით და კურსდამთავრებულთა რაოდენობით არის პირველ ხუთეულში, ამერიკის, ბრიტანეთის, იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან ერთად.
7. მსოფლიოში ყველაზე მეტი მუზეუმი აქვს და ყველაზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი იწერება ერთ სულ მოსახლეზე. ქალაქ ბერშევაში მსოფლიოში ყველაზე მეტი გროსმეისტერია ჭადრაკში.
8. სახლების 90% წყლის გასათბობად იყენებს მზის ენერგიას და რაც მთავარია, ერთადერთი ლიბერალური დემოკრატიაა ახლო აღმოსავლეთში“, – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები