დონალდ ტრამპის დაცვის თანამშრომელმა ჟურნალისტი ძირს დააგდო (ვიდეო)

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს ინციდენტი მოხდა. ვირჯინიის შტატში მიტინგის დროს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალ Time-ის კორესპონდენტის მუშაობა საკმაოდ უხეშად შეაფერხა. თავდაპირველად მან ფოტოჟურნალისტს კისერში ჩაავლო ხელი, ხოლო შემდეგ ძირს დააგდო. თავად დონალდ ტრამპს ამ ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები