ლატვიის პოლიციამ ისლამური ცენტრის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ საქმე აღძრა

ლატვიის სამართალდამცველებმა ისლამური ცენტრის ყოფილი უფროსის, ოლეგ პეტროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. გამოძიების ვერსიით, ის „ისლამურ სახელმიწიფოსთან“ არის დაკავშირებული. ოლეგი, რომლის მეორე სახელია იმრანი, ვიდეომიმართვაში „შარლი ებდოს“ რედაქციაში მომხდარ ტერაქტს და „ბოევიკების“ მოქმედებას ამართლებს.
„ისლამური ფასულობების აბუჩად აგდებაზე მხოლოდ ერთი სასჯელი შეიძლება იყოს, ეს სიკვდილით დასჯაა. ამას არცერთი მუსულმანი არ ეწინააღმდეგება“ ,- აცხადებს ოლეგ პეტროვი.
ლატვიის ისლამური ცენტრის ახალი ხელმძღვანელობა ამ განცხადებებს გმობს და აცხადებს: „ისლამი მშვიდობიანი რელიგიაა“. თუმცა ადგილობრივი მედია წერს, რომ ბალტიის ქვეყნებშიც არიან ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული მიგრანტები, რომლებიც რადიკალური ისლამის პროპაგანდას ეწევიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები