მკვლელი ძიძა პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მიიყვანა – ხალხს მისი ჩაქოლვა სურდა (ვიდეო)

ქალი, რომელმაც გუშინ მოსკოვში 4 წლის ბავშვი მოკლა, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მიიყვანა. ბავშვის ძიძა მოყვა, თუ როგორ მოკლა მცირეწლოვანი. გიულჩეხრა ბობოკულოვა ადგილზე გაძლიერებული დაცვით მიიყვანეს. საგამოძიებო ექსპერიმენტი 40 წუთს გაგრძელდა. ამ დროს მკვლელს ადგილობრივი მოსახლეობა გარს შემოერტყა და ყვიროდა, რომ მზად იყო მის ჩასაქოლად.
სახლთან, სადაც მკვლელობა მოხდა, იმპროვიზებული მემორიალი შეიქმნა. ადამიანებს იქ ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა მოსკოვში ორშაბათს მოხდა. ერთ-ერთ სახლში ხანძრის ჩაქრობის დროს მაშველებმა ბავშვის თავმოკვეთილი ცხედარი აღმოაჩინეს. მოგვიანებით ბავშვის ძიძა მოსკოვის სადგურ „ოკტიაბრსკოე პოლესთან“ დააკავეს, მას ხელში ბავშვის თავი ეჭირა და ექსტრემისტული მოწოდებებით გამვლელებს აშინებდა. წარმოშობით უზბეკმა გიულჩეხრა ბობოკულოვამ დანაშაული აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები