კომპანია Apple-მა აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს სასამართლო მოუგო

ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია Apple-ს შეუძლია არ შეასრულოს გამოძიების ფედერალური ბიუროს მოთხოვნა მობილური ტელეფონის მონაცემების „გატეხვის“ შესახებ.
ეს ტელეფონი ნარკოტიკებით ვაჭრობაში ერთ-ერთ ბრალდებულს ეკუთვნის. გამოძიების ბიურომ სარჩელი ჯერ კიდევ ოქტომბერში შეიტანა. რამდენიმე თვეში კალიფორნიაში სკანდალი მოხდა, როდესაც სამართალდამცველებმა კომპანია Apple-ს ტერორისტების მობილური ტელეფონების „გატეხვაში“ დახმარება სთხოვეს, რომლებმაც ქალაქ სან-ბერნარდინოში ტერაქტი მოაწყვეს.
თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ნიუ-იორკში მიღებული გადაწყვეტილება კალიფორნიის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას პრეცედენტად ვერ იქცევა. ამასთანავე, ამერიკული მედია წერს, რომ კომპანია Apple ამ დავაში გარკვეულ უპირატესობას იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები