რუსეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუსეთის სტავროპოლის მხარეში მოიერიშე თვითმფრინავმა „სუ-25“-მა კატასტროფა განიცადა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, პილოტი დაიღუპა. კატასტროფა ბუდიონოვსკის აეროპორტის მახლობლად მოხდა.
თვითმფრინავი საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენას ახორციელებდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საფრენი აპარატი დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა. მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის. სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამოსაძიებლად სპეციალური კომისია შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები