ერაყში აფეთქების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა

ერაყში, შიიტების გასვენებაში მომხდარი აფეთქების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ტერაქტის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება ქალაქ მიკდადიაში ბანუ ტამიმის ტომის მაღალი რანგის თანამდებობის სამხედრო პირის დასაფლავების დროს მოხდა. ტერორისტული შეტევა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები