ირანის საპარლამენტო არჩევნებში რეფორმატორებმა გაიმარჯვეს

ირანის პარლამენტში მანდატების უმეტესობა რეფორმატორებმა და ზომიერმა კონსერვატორებმა მიიღეს. არჩევნების შედეგები ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
არჩევნების შედეგების მიხედვით, ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუხანიმ, რომელიც საერთაშორისო იზოლაციიდან ქვეყნის გამოსვლას და დასავლეთთან უფრო აქტიურ თანამშრომლობას მხარს უჭერს, მოსახლეობისგან ამ კურსის მხარდაჭერა მიიღო. რეფორმების მხარდამჭერებმა პარლამენტში 85 ადგილი მიიღეს, ხოლო ზომიერმა კონსერვატორებმა – 73 ადგილი. ეს 290- კაციან პარლამენტში უმრავლესობას შეადგენს. რუჰანის პოლიტიკურმა მოკავშირეებმა ექსპერტების საბჭოში 15 ადგილი მიიღეს. ამ ორგანოში 88 წევრია და ის ქვეყნის სულიერ ლიდერს ირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები